ინკოტერმსი
ინკოტერმსი არის კომერციული ტერმინებისა და წესების ერთიანი სისტემა. ინკოტერმსი პირველად შეიქმნა 1936 წელს, პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ICC-ის მიერ. პირველი გამოცემის შემდეგ საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში დაგროვილი და გაანალიზებული გამოცდილების გათვალისწინებით პერიოდულად ხდება ინკოტერმსის ხელახალი განახლებული გამოცემა.დღემდე გამოცემულია 8 რედაქცია. ინკოტერმსში გაერთიანებულია ტერმინთა დიფერენცირება 4 საბაზისო კატეგორიად. (E, F, C, D).
პირველ კატეგორიაში გაერთიანდა ის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გამყიდველის მიერ უშუალოდ თავის შენობაში მყიდველისათვის ტვირთის გადაცემას.
მეორე კატეგორიაში გაერთიანებულია ის ტერმინები, რომლებიც გამყიდველს ავალდებულებს მიიტანოს ტვირთი მყიდველის მიერ მითითებულ გადამზიდველთან.
მესამე კატეგორია გულისხმობს იმას, რომ გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სატრანსპორტო დანახარჯების ღირებულება, მაგრამ იგი თავის თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთის დაღუპვის ან განადგურების რისკზე.
მეოთხე კატეგორია ითვალისწინებს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მიწოდების ადგილამდე ყველა ხარჯს.
EXW (ex works) ქარხნიდან ეს პირობა მინიმალურად ამცირებს გამყიდველის ვალდებულებებს.მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს. გამყიდველი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს საექსპორტო პროცესზე. (ანუ არ აკეთებს საექსპორტო დეკლარაცია და არც ჩინეთის საბაჟო პროცედურების თანხას არ გადაიხდის).ასევე გამყიდველი პასუხს აგებს მყიდველის წინაშე არასწორი დატვირთვის გამო.FCA (free carrier) თავისუფალი ექსპედიტორამდე მიტანიდან გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.
FAS – Free Alongside Ship (გადამზიდი პორტის დასახელება) გამყიდველი ვალდებულია მიიტანოს ტვირთი დასახელებულ პორტში და განათავსოს გემზე. გამყიდველი ვალდებულია მოამზადოს ტვირთი ექსპორტისთვის. ეს ტერმინი ძირითადად გამოიყენება მძიმე და დიდი მოცულობის ტვირთებთან.
FOB (free on board) თავისუფალია გემბანის ბორტზე დადებიდან გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.
CFR (cost and freight) ხარჯები და ფრახტი გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.
CIF (cost, insurance, freight) ხარჯები, დაზღვევა და ფრახტი მოცემული ტერმინის შემთხვევაშიგამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით.
CPT (carriage paid to ...) ფრახტისგან თავისუფალი გამყიდველი იხდის ფრახტს საქონლის დასახელებულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის. ტვირთის შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს იმ მომენტიდან, როდესაც იგი საქონელს გადამტანს ჩააბარებს. საქონელს ექსპორტისათვის ამზადებს გამყიდველი.
CIP (carriage and insurance paid to ...) მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPTის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.
DPU მოითხოვს გამყიდველს, განახორციელოს საქონელი ექსპორტისთვის, სადაც ეს შესაძლებელია, საქონლის იმპორტისთვის განბაჟების, იმპორტის გადასახადის გადახდის ან იმპორტის საბაჟო პროცედურების შესრულების გარეშე.
DAP (delivered at place) გამყიდველი იხდის გადაზიდვის გადასახადს მითითებულ ადგილამდე, გარდა საფასურს დაკავშირებულს იმპორტის ანგარიშსწორებისა, პასუხისმგებლობაში იღებს ყველა რისკს მანამდე სანამ ტვირთს არ გადმოტვირთავს მყიდველი.
DDP (delivered duty paid) მიწოდება განბაჟებით გამყიდველის მოვალეობა მიაწოდოს ტვირთი შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას - იმპორტირების ქვეყანაში. მოცემულ ადგილას მიტანამდე საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკი, აგრეთვე ყველა ხარჯი და გადასახადი, ეკისრება გამყიდველს.