ბიზნეს ტური ჩინეთში

ბიზნეს ტური ჩინეთში - გუანჯოუ & ივუ

ჩვენი ბიზნეს ტური ჩინეთში იდეალურად არის მორგებული.

იმპორტიორების, დეველოპერებისა და მწარმოებლების საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს ტური, გუანჯოსა და ივუში, სრულად ორგანიზებულ საქმიან ვიზიტებს გთავაზობთ.

თითოეული ნაბიჯი თუ აქტივობა, წინასწარ დაგეგმილია თქვენი კომფორტისა და მაქსიმალური შედეგის მიღწევისათვის.

 

გუანჯოუ - დიზაინი, ხარისხი, მასშტაბი

სასტუმროების, რესტორნების, ვილების და სხვა მაღალი კლასის სივრცეების არქიტექტორებს, დიზაინერებსა და მშენებლებს გუანჯოუში ვიწვევთ.

 

ემ ეს ზეტ ჯორჯიას ადგილობრივი ოფისისა და პროფესიონალი მენეჯერების მეშვეობით, თქვენ:

  • არჩევთ მწარმოებლებს, რომლებიც შეესაბამებიან თქვენს სტანდარტებსა და მიზნებს;
  • ეცნობით პროდუქციას ადგილზე;
  • იღებთ სრულ სურათს ხარისხისა და ფასის შესახებ;
  • აერთიანებთ რამდენიმე მიმწოდებლის შეთავაზებას ერთ შეკვეთად

 

ივუ - როცა გჭირდებათ მრავალფეროვანი პროდუქცია

ივუ იდეალურია იმპორტიორებისთვის, ვინც ეძებს მრავალფეროვან და მასობრივად რეალიზებად პროდუქტს - სუვენირებიდან - ელექტრონიკამდე.

ემ ეს ზეტ ჯორჯიას წარმომადგენლები ადგილზე გთავაზობენ:

  • სხვადასხვა მოდელის მიუხედავად, ზუსტად იმ პროდუქციის მოძიებას, რაც გჭირდებათ
  • სხვადასხვა მომწოდებლის შეთავაზებების შედარებას
  • ინოვაციური და კონკურენტუნარიანი პროდუქტების შერჩევაში კონსულტირებას
  • შეკვეთების გაერთიანებას ერთ ლოგისტიკურ ჯაჭვში, რათა დროულად და ერთიანად მოხდეს მოწოდება

 

რატომ ჩვენ?

  • ადგილობრივი ოფისები და გამოცდილი მენეჯერები;
  • კომფორტული კომუნიკაცია უცხო ქვეყანაში, მშობლიურ ენაზე;
  • პირდაპირი შეხება პროდუქტთან - ნახავთ ყველაფერს საკუთარი თვალით;
  • ინოვაციებისადმი ორიენტირებული მიდგომა - დაგეხმარებით ისეთი პროდუქტის შერჩევაში, რომელიც სხვებს ჯერ არ გამოუყენებიათ;
  • ლოგისტიკური მხარდაჭერა - ტვირთების კონსოლიდაცია, მარტივი გაგზავნა და სრული გამჭვირვალობა

 

ბიზნეს ტური

ლოკალური მხარდაჭერა გლობალური მიზნებისთვის.

დაგვიკავშირდით და დაგეგმეთ თქვენთვის მომგებიანი მოგზაურობა ჩინეთში - გზა წარმატებისკენ ქართულია.

ზარის მოთხოვნა