MSZGEORGIA

2021-12-30 07:28:02

FlyingMSZ და რეისი24112011

ავფრინდით, აი ასე მარტივად, ჩიტივით მაღლა და მაღლა მივიწევთ, პატარავდებიან სახლები და ქუჩაში მოსიარულე ადამიანები, ბოლოს კი ზენიტში მიღწეული ამჩნევ რომ სრულად ქრებიან, ხოდა ახლა ღრუბლებს ზემოთ, ნელი ტემპით მივფრინავთ. აქ ჩემში მოლოდინებია დატვირთული, ის ემოციები რომლებსაც მათი მფლობელები სულმოუთქმელად ელიან. ოდესმე ჩემთან ერთად გიმგზავრიათ? შეგიგრძვნიათ ბედნიერება და შიში ერთროულად?  თუ კი, მაშინ შენ რეალური სამყაროც გინახავს და მიმხვდარხარ თუ რამდენად პატარაა იგი და რამდენად პატარა ხარ შენ.  FlyingMSZ, 4 45 403 590 კგ ტვირთს უძლებს და საქართველოში მოფრინავს. მოფრინავს ახდენილი ოცნებებით, ახალი მეგობრებით, ულევი ემოციებით, ცისარტყელას ფერებითა და ძლიერი საჰაერო შტორმებით. საინტერესოა რომ საჰაერო გადაზიდვის მეშვეობით მსოფლიოში 6 ტრილიონის ღირებულების ტვირთი ბრუნავს, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის 35%-ს შეადგენს. ალბათ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ პირველი საჰაერო სატვირთო გადაზიდვა 100-ზე მეტი წლის წინ განხორციელდა, კერძოდ  კი 1910 წელს ძმებ რაიტერების მიერ.  დიახ, ეს საუკუნის ისტორიაა, რომელსაც უსასრულო საწყისი აქვს. ბევრჯერ მიფრენია, ბევრი რეისი გამომიცვლია. მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავზე- Antonov AN-255 რეისზეც კი მომიკრავს თვალი, მას შეუძლია 418 834 ფუნტის დატვირთვა. მომინახულებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე, აყვავებული და დანგრეული ქალაქები, მინახავს ცივილიზაცია სამყაროში და პირიქით სამყარო ცივილიზაციაში, მიფრენია ყველაზე გრძელი საჰაერო სატვირთო მარშრუტითაც კი, რომელიც პანამასა და დუბაის შორის მდებარეობს. ეს არის გასაოცარი მოგზაურობა - 8 252 მილი. მაგრამ ეს რეისი-24112011 რაღაც საფუძვლიანად იჭრება ჩემში და სხეულის თითოეულ უჯრედს ეხება. თითქოს ეს რაღაც ახლის მაუწყებელია, იმის რაც ჯერ არ ყოფილა...

და აი აქ მიწიდან შორს და კოსმოსთან ცოტათი უფრო ახლოს, სადაც შიში და ბედნიერება ერთად ცხოვრობს, სადაც მე FlyingMSZ მსოფლიოს ემოციას ვიტევ, ბედნიერი ვარ რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ.