კომპანიის შესახებ

About us

MSZ Georgia 2011 წელს ქ.ბათუმში დავაარსეთ და სულ რამდენიმე წელიწადში მოვიპოვეთ სანდო საერთაშორისო გადამზიდის რეპუტაცია. წარმატებით განვახორციელეთ უამრავი პროექტი. საერთაშორისო პარტნიორთა ფართო ქსელი გვაძლევს საშუალებას, წარმატებით შევასრულოთ ნებისიმერი სირთულის გადაზიდვა. 

ჩვენი ისტორია 10 წელზე მეტს ითვლის. კომუნიკაციის, კავშირებისა და ბიზნეს ურთიერთობების გამყარების მიზნით ჩვენ დავაფუძნეთ  წარმომადგენლობა ჩინეთში - GSB INTERNATIONAL, რომლის საშუალებითაც ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტი გამარტივდა. დამკვეთებს საშუალება მიეცათ წარმატებით შეესრულებინათ  მაღალბიუჯეტიანი შეკვეთები და დისტანციურად ემართათ მთელი რიგი პროცესები:

  • გამორჩეული ხარისხისა და დიზაინის პროდუქციის შერჩევა;
  • სამშენებლო მასალების, ტექნიკის, ავეჯისა და სხვა მრავალი პროდუქციის გამოწერა ჩინეთიდან;
  • პროდუქციის წინასწარ შემოწმება და დატვირთვის კონტროლი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                ამასთანავე, GSB ახორციელებს ქართული ღვინის იმპორტსა და რეალიზაციას ჩინურ ბაზარზე ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.



სერვისები


About us

,,Visit 2 China“ MSZ Georgia-სა და GSB INT-ის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

       თქვენ ალბათ  შემჩნეული გაქვთ, რომ ბოლო წლებში ძალიან დაიხვეწა ინტერიერის დიზაინი, საცხოვრებელი  კორპუსების ხარისხი, ერგონომიულობა და ყველაფერი უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახდა. ამ საქმეში დიდი  წვლილი აქვს შეტანილი  ჩვენს პროექტს - ,,Visit 2 China“-ს.

      პანდემიამდე ჩვენს პარტნიორებს ჩინეთში ვმასპინძლობდით და ადგილზევე ხდებოდა შეკვეთების გაფორმება, შემგომ კი ჩვენი მეშვეობით ტვირთის კონსოლიდირება და ტრანსპორტირება.

        პანდემიამ, ცხადია, რაღაც დოზით შეიტანა კორექტივები ჩვენს საქმიანობაში, თუმცა  სწრაფადვე მოვახერხეთ ახალ გარემოსთან ადაპტირება. დღეს ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, ახლა უკვე ონლაინ ჩართვებით მოახდინონ შესყიდვები ჩინეთის წამყვან ქარხნებსა თუ საგამოფენო სივრცეებში. 

 


About us
About us