MSZGEORGIA

2021-12-30 07:35:40

გამარჯობა, მე მქვია MEDUMZ770238

21,000 TEU

წელიწადში 6 რეისი 126000 ტეუ

გამარჯობა, მე მქვია MEDUMZ770238

უკვე ძალიან დიდი ხანია ვმოგზაურობ და ბევრი მინახავს.

ჩემი მოგზაურობა განსხვავებული, გლობალური და განუწყვეტელია. მე არ ვჩერდები.

ვინ ვარ და რატომ მოვედი თქვენამდე? ალბათ აქამდეც შევხვედრილვართ, შესაძლოა არაერთხელ მოგემსახურეთ კიდეც და არა ერთი ლამაზი მანქანა, სათამაშო, სამშენებლო მასალა თუ საკვები პროდუქტები ჩამომიტანია შორეული ქვეყნებიდან, ჩემთვის საზღვრები არ არსებობს მე მსოფლიოს ვეკუთვნი და ვამარტივებ ქვეყნებს შორის მატერიალური ნაკადების მიმოქცევას.

ჩემი სამუშაო ძალიან მრავლაფეროვანია, უამრავ ქალაქსა და საწარმოს ვსტუმრობ, მინახავს წარმოუდგენლად დიდი ქალაქები და ქარხნები, საწარმოდან პორტამდე მიმავალ გზაზე ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი დავინახო და სამუდამოდ დავიმახსოვრო იმ ქალაქის ფერი და სურნელი,  ერთნაირად მიყვარს  აბობოქრებული გალურჯებული ოკეანე, მშვიდი ცისფერი ცა და ღაჟღაჟა მზე. გამოგიტყდებით, არის პორტები სადაც მზე განსხვავებულად ლამაზად ჩადის, გინახავთ  როგორ იძირება ბათუმი წითელ და ნარინჯისფერ ფერებში? შანჰაიდან მომავალს სწორედ მაგიტომ არაერთხელ მინატრია  საბოლოო დაცლის ადგილად მყიდველს  ბათუმი აერჩია.

ისე იცოდით? მე და ჩემი მეგობრები საშუალოდ 15-20 წელიწადი ვემსახურებით ლოჯისტიკას და საშუალოდ წელიწადში თითოეულს 126000 TEU-ს გადაზიდვა შეგვიძლია გამოგიტყდებით, მე მიზანი მაქვს ყველაზე ახალგაზრდა MEDUMZ770238 ვიყო რომელმაც ყველაზე მეტი TEU გადაზიდა და ოცნებაც მაქვს, ძალიან მინდა MSC-ის ყველაზე დიდ ხომალდზე MSC Oscar-ზე მოვხვდე, რომელიც საუკუნის რეკორდმენია და  რომელიც იტევს 19,224  TEU-ს.