ლოგისტიკა, როგორც ჩვენი ისტორიული ყოველდღიურობა

ლოგისტიკა, როგორც ჩვენი ისტორიული ყოველდღიურობა

18 ივნისი, 2025

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, ყოველდღიური, აუცილებელი და საჭირო მოხმარების ნივთები, როგორ, საიდან და რა გზით მოდიან თქვენამდე?

  • დისტრიბუციისა და ლოგისტიკის აუცილებლობა ჯერ კიდევ იმ დროიდან იწყება, როცა არც კი ვიცოდით, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა სერვისად ან მომსახურების ცალკე მდგომ სფეროდ ჩამოყალიბებულიყო.

ძველი რომაული და ბერძნული ომები დღევანდელი ლოგისტიკური სისტემების საფუძველია. ძველ რომში, ომის დროს თავიანთი ლეგიონების საჭირო ნივთებით მოსამარაგებლად, უნიკალური და უაღრესად ეფექტური საშუალება შეიმუშავეს, დროთა განმავლობაში კი დახვეწეს და პრაქტიკაში გამოსცადეს. სამხედრო ოფიცრები, რომლებსაც „ლოგისტებს“ ეძახდნენ, პასუხისმგებელნი რესურსების მიწოდებისა და განაწილების უზრუნველყოფაზე იყვნენ, რასაც ჯარისკაცების ეფექტური წინსვლისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.