ლოგისტიკა, როგორც ჩვენი ისტორიული ყოველდღიურობა
ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, ყოველდღიური, აუცილებელი და საჭირო მოხმარების ნივთები, როგორ, საიდან და რა გზით მოდიან თქვენამდე?
დისტრიბუციისა და ლოგისტიკის აუცილებლობა ჯერ კიდევ იმ დროიდან იწყება, როცა არც კი ვიცოდით, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა სერვისად ან მომსახურების ცალკე მდგომ სფეროდ ჩამოყალიბებულიყო.
ძველი რომაული და ბერძნული ომები დღევანდელი ლოგისტიკური სისტემების საფუძველია. ძველ რომში, ომის დროს თავიანთი ლეგიონების საჭირო ნივთებით მოსამარაგებლად, უნიკალური და უაღრესად ეფექტური საშუალება შეიმუშავეს, დროთა განმავლობაში კი დახვეწეს და პრაქტიკაში გამოსცადეს. სამხედრო ოფიცრები, რომლებსაც „ლოგისტებს“ ეძახდნენ, პასუხისმგებელნი რესურსების მიწოდებისა და განაწილების უზრუნველყოფაზე იყვნენ, რასაც ჯარისკაცების ეფექტური წინსვლისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
შუა საუკუნეებში მიწოდების სტრატეგიული სისტემები, გზები და საწყობები გამოიყენებოდა. ადგილობრივი სოფლის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით კი საცავებად ეკლესიები და ციხესიმაგრეები იქცა. ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ლოგისტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტის დამატებამ შეიტანა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ნაწარმის მიწოდების აუცილებლობა ბიზნესად იქცა. პროდუქტების ფიზიკური განაწილება გამავალ აქტივობაზე ფოკუსირებით დაიწყო და მსოფლიო ვაჭრობა გავრცელების ახალ ეტაპზე გადავიდა.
დღეისათვის მსოფლიოს თითქმის 30% ჩინეთიდან სხვადასხვა საჭიროების ნივთებით მარაგდება.
1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პრეზიდენტი ნიქსონი ჩინეთს ეწვია, იმ დროისათვის ქვეყანა ამერიკისათვის მოსაწონი ხარისხის ძალიან მცირე რაოდენობის საქონელს აწარმოებდა. 80-იანი წლებიდან ქვეყანამ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო წარმოების, მუშა ხელისა და ტექნოლოგიების ზრდა; 2010 წლისათვის აშშ-ს წარმოების რაოდენობითაც გაუსწრო და მსოფლიოში #1 ინდუსტრიული საწარმო გახდა.
შეკვეთების შევსება, პროდუქციის განაწილება, შენახვა, დასაწყობება, წარმოების დაგეგმვა და მომხმარებელთა მომსახურება, ამჟამად დისტრიბუციის პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტებია.
თანამედროვე ლოგისტიკა დროსა და სივრცეში ადაპტირების საშუალებას იძლევა. ნივთებთან შეხებისას, მათი ენერგეტიკისა და ხასიათის მატარებლები ძალაუნებურად ვხდებით. ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის შექმნის ისტორია, მათ ვიზუალსა თუ სარგებელთან დაკავშირებული ფიქრი, ესკიზის დამუშავება და საბოლოოდ ჩვენამდე მოტანა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავგადასავალია როგორც მწარმოებლისათვის, ასევე დამკვეთი ფიზიკური, თუ იურიდიული პირისათვის.
ბევრი კომპანია ახლა პროდუქციის მოწოდების აუთსორს სერვისს იყენებს. მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ნაწარმის ადგილზე შემოწმება, დახარისხება და გადაზიდვები - ყველაფერი ერთი ქოლგის ქვეშ, სანდო პარტნიორებისა და დარგის მენეჯერების დახმარებით, უმოკლეს დროში ხორციელდება.
საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებისას, საქონლისათვის თვალყურის დევნება, დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და როგორც წამყვანი კომპანიების, ასევე სტარტაპების გაძლიერება, Msz Georgia-ს ქართული წარმატების გზაა.